საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდსაჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება ჩატარდება ერთ სესიად 2023 წლის 22 იანვარს 12:00 საათზე. საგამოცდო ცენტრის შესახებ ინფორმაცია დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მონიჭებული უნიკალური კოდით. ინფორმაცია საგამოცდო ცენტების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ის ქვემოთ მოცემული ღილაკით. უნიკალური კოდის გადამოწმება
დირექტორობის მსურველი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს 1 საათით ადრე (11:00 საათზე) და თან იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობისა ან პასპორტის არქონის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი არ დაიშვება ტესტირებაზე. იხ. ქცევის წესები. დირექტორობის მსურველმა თან უნდა იქონიოს კალამი (შავი ფურცლისათვის) და წყალი პლასტმასის ბოთლით. საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება წარიმართება სრულად ელექტრონულად. იხ. ინსტრუქცია, ვიდეო ინსტრუქცია. საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში. ქალაქ თბილისის საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაცია იხ. რუკა კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 2 200 220 გისურვებთ წარმატებებს! რეკვიზიტებისსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ს/კ 205300048)
შენიშვნა: გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ მობაილ ბანკისა ან ინტერნეტ ბანკის მომსახურებით და რეგისტრაციის თანხა გადაიხადოთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ოპერატორის დახმარებით. ამასთან, გადახდის დროს აუცილებლად მიუთითეთ კონკურსანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი. |