საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება. გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%). დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება. გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შედეგად დამატებითი გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ქვემოთ მოცემული ღილაკით. უნიკალური კოდის გადამოწმება
აღსანიშნავია, რომ გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი საფეხურის – ტესტირების შედეგები უკვე ცნობილია. შედეგების ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ღილაკის მეშვეობით. შედეგების ნახვა
დირექტორობის მსურველ პირებს, რომელთაც ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით რესურსცენტრსა ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენილი აქვთ საპრეტენზიო განაცხადი, შეუძლიათ, იხილონ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა, ტესტის ნიმუში და შეფასების სქემა. რეკვიზიტებისსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ს/კ 205300048)
|