საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს - სერტიფიცირებას.

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდა 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით. მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა 2022 წლის 08 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით.

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციასა და ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები)

2020 წელს გამოცხადებულ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრირებული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ პირებად და ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა, რეგისტრაციის ინსტრუქცია და ტესტის ნიმუში.

დირექტორობის მსურველებს საშუალება ექნებათ ვებ გვერდზე https://el.ge/ ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია. ასევე აღნიშნულ ვებ გვერდზე განთავსდება შეხვედრის ბმულები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რომლის გადმოგზავნის საშუალება დაინტერესებულ პირებს ექნებათ ელექტრონულ ფოსტაზე - directors@emis.ge.

იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს გამოცხადებულ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრირებულ პირს აღარ სურს კონკურსში მონაწილეობა, მან 2022 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება

რეგისტრაცია

რეგისტრაციის გაუქმება



დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 2 200 220

გისურვებთ წარმატებებს!