დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირმა უნდა წარადგინოს თანხმობის ელექტრონული განაცხადი. თანხმობის განაცხადის წარდგენის მიზნით, დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს „თანხმობის განაცხადი“.
გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელმაც საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად, მოიპოვა დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (დირექტორობის უფლების მქონე პირი). ამასთან, სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ დირექტორობის უფლების მქონე პირი სერტიფიცირებულ პირთა სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს დირექტორის საქმიანობის განხორციელებას.
შენიშვნა: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება.
თანხმობის განაცხადის წარდგენა დასრულებულია. თუ თქვენ წარადგინეთ თანხმობის განაცხადი, მასში ცვლილების შეტანა შეგეძლებათ 2 ივლისს 09:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე