ინფორმაცია საჯარო სკოლებში წარდგენილი თანხმობის განაცხადის შესახებ

დასრულდა საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსება და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენა.
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გიზიარებთ მონაცემებს თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რაოდენობის შესახებ განაცხადის პრიორიტეტების შესაბამისად ( იხ. დანართი).
შეგახსენებთ, რომ ჩამონათვალის შეცვლა შესაძლებელი იქნება 02 ივლისის 09:00 საათიდან 02 ივლისის 24:00 საათამდე.

საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის წარდენის ვადა გახანგრძლივდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 30 ივნისის, 00:00 საათამდე გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.

რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება აქვთ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ 1 ივლისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 2 ივლისის 09:00 საათიდან 02 ივლისის 00:00 საათამდე.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:

  • პირადობის ან პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი 3X4;
  • სამოტივაციო წერილი;
იხილეთ ინსტრუქცია
შენიშვნა: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების შედეგები

დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა.
დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, იხილონ მინისტრის N658971 ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები.
შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია, დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე.